Wednesday, May 24, 2017
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს და რა როლი აქვს სკოლას ამ პროცეში
7 რჩევა
1.
ბავშვის შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. უფროსების იმედგაცრუება ბავშვისთვის ტრაგედიის ტოლფასია, მასწავლებელი და მშობელი კი მისთვის ავტორიტეტია. ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომის დაშვება არ არის სირცხვილი.
2.
ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
3.
თავი შეიკავეთ სწავლასთან დაკავშირებით შეფასებისა და მწვავე რეპლიკებისგან. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
4.
დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
5.
მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
6.
ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
7.
აუცილებელია ყოველთვის დაინახოთ და აღნიშნოთ ბავშვის ქცევა და ძალისხმევა, მხოლოდ მინუსებზე აქცენტი არ გააკეთოთ.
ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
Subscribe to:
Posts (Atom)
ჩატარებული ღონისძიება აპრილში
2025 წლის 15 აპრილს ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გაკეთდა კედლის გაზეთი. მოსწავლეებმა მხატვრუ...

მერაბიშვილი
-
2017 წლის 1 ივნისს ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი". პროექტის ხელმძღვანელები გახლდ...
-
მ/წლის აპრილის თვეში ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. თითოეული პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწა...
-
პროექტი - " ჩემი ლიტერატურული მეგობრები.“ პროექტის გეგმა 1. პროექტის დასახელება : ,, ჩემი ლიტერატურული მე...