პედაგოგიური კვლევის „მოსწავლეთა წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების“ რეფლექსია


პედაგოგიური კვლევის „მოსწავლეთა წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების“ რეფლექსია
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის დ. ბედიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მ. მერაბიშვილი

კვლევა წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ნიმუშს თემაზე „მოსწავლეთა წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება“, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
·         მოსწავლეთა კითხვის უნარ-ჩვევების დადგენა და გაოვლენა
·         აქტივობები, რომლებიც შესრულდა მოსწავლეთა მიერ(მოსწავლეთა თვითშეფასებები)
·         მშობელთა და პედაგოგთა გამოკითხვა(კითხვარები, ანკეტები , ინტერვიუები)
·         მასწავლებელთა მოსაზრებების, გაოცდილების გაზიარება
·         რონისზიებები „წიგნი ჩემი მეგობარი“ , რომელიც მიზნად ისახავდა შეძენილი უნდარ-ჩვევების დემონსტრირებას აუდიტორიის წინაშე. კედლის გაზეთის „ წიგნის ისტორია“ გამოშვება, ხელნაწერი წიგნების გამოფენა-კონკურსის, მხატვრული კითხვის კონკურსის, საყვარელი წიგნების გამოფენის მოწყობა.

კვლევის მეთოდები:
·         რაოდენობრივი მეთოდი
·         თვისობრივი მეთოდი
კვლევა ემსახურებოდა:
ü  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას.
ü  პედაგოგიური საქმიანობის წარმართვას კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ესგ-ს გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.
ü  შედეგებზე ორიენტირებული სწაავლების წარმართვას მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისგათვალისწინებით.
საკვლევი თემის აქტუალურობას განაპირობებს კითხვის უნარ-ჩვევების უმნიშვნელოვანესი როლი აკადემიური მოსწრების ამაღლების საქმეში. ამ მიმართულებით მუშაობის წარმართვა სწორედ დაწყებით საფეხურზეა საჭირო, რაც ნებისმიერი საგნის მასწავებელს დაეხმარება ბავშვებთან მუშაობაში. მნიშვნელოვანია , რომ ამ პროცესში  აქტიურად ჩაერთონ მოსწავლეებიც, პედაგოგებიც და მშობლებიც. შეგროვილი მასალა დაგვანახებს ამ კუთხით არსებულ რეალურ მდგომარეობას და დაგვეხმარება სასწავლო პროცესისი უკეთ წარმართვაში.
კოლეგებთან ურთიერთობისას კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ
Ø  მოსწავლეებს განუვითარდათ კითხვის უნარ_ჩვევები
Ø  მათ შეძლეს უკეთ შეეფასებინთ საკუთარი შესაძლებლობები .

კოლეგების უკუკავშირს ვიღებდით, როგორც კვლევის მიმდინარეობისას , ისე მისი დასრულების შემდეგ. პრობლემა აქტუალური იყო არა მარტო იმ მასწავლებლებისთვის , რომლებმაც ჩავატარეთ კვლევა, არამედ სხვა პედაგოგებისთვისაც. მოვაწყეთ შეხვედრა მასწავლებლებთან ორ ეტაპზე:
1.      ინტერვენციების დაგეგმვის დროს, პირველადი მონაცემების შეგროვების შემდეგ რათა მოგვესმინა მათი რჩევები და მოსაზრებები. მოსაზრებები დავაჯგუფეთ მიმართულებების მიხედვით:
Ø  რა უნდა გაგვეკეთებინა მშობელთა მეტი ინფორმირებულობისათვის
Ø  რა უნდა გაკეთებულიყო მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის
Ø  რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით მაწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზინით.
2.      მეორე შევედრა ჩავატარეთ ინტერვენციების დასრულების შემდეგ, რათა ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები დაყრდნობოდა კოლეგათა უკუკავშირის ანალიზს. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგების მდგრადობისათვის სასურველია მასწავლებელთა თანამშრომლობას რეგულარული სამუშაო შეხვედრების სახე ქონდეს.
ვფიქრობთ, რომ, ზოგადად, პრაქტიკის კვლევა სკოლის პრობლემების შესწავლისა და არსებული არასასურველი ვითარების გამოსწორების ის საშუალებაა , რომელიც მასწავლებლებისთვისაა საჭირო.
კოლეგებმა  პოზიტიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს აღნიშნული კვლევის მიმართ. მათი უკუკავშირი კონსტრუქციული იყო.
კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალი პრაქტიკის კვლევის წარმატებით განხორციელების მიზნნით. კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის.
კვლევის პროცესში არ მომხდარა კვლევის მოდიფიცირება. სამომავლოდ ვფიქრობთ პედაგოგიური კვლევის აუდიტორიის გაფარტოებას ზედა საფეხურის მოსწავლეთა კვლევაში ჩართვის ხარჯზე. გამოვიყენებთ უფრო მრავალფეროვან ხერხებს კოლეგებთან და კვლევის შედეგების გასაზიარებლად.
კვლევის შექმნისას დაცულია პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკა და არსებული კანონმდებლობა (საავტორო უფლებების შესახებ). ნაშრომი შედგენილია ინტერნეტიდან და სასწავლო ლიტერატურიდან მოძიებული მასალით, ხოლო მასში გამოთქმული მოსაზრებები ეფუძნება პედაგოგიური ეთიკის ნორმებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Ø  ,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას“ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი /2005 წ
Ø  ,,კითხვის ეფექტური მეთოდები ‘’ - მასწავლებელთა პროფესიული განათლების  ეროვნული ცენტრი.
Ø  ,,ეფექტური სწავლება  სკოლაში“ -რობერტ ჯ.მარზანო.
Ø  ,,მასწავლებლის წიგნი“ - ნ.რატიანი,თ.ბექიშვილი,ნ.ლომიძე.
Ø  კითხვის  უნარების  ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებზე  გამოქვეყნებული ლიტერატურა  პერიოდულ  პრესაში  / ,,ახალი განათლება“, ,,მასწავლებელი“/.
Ø  ,,პრაქტიკის კვლევა“ - სატრენინგო მასალა.
Ø  ,, უზნაძის თეორია და პედაგოგიკა“.
Ø  ,, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ - ლ.ჯიმშელეიშვილი /2016 წ/.
პედაგოგიურ კვლევაში მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მ. მერაბიშვილი და ლ. თურმანაული.
მასწავლებლის პედაგოგიური კვლევის ორგანიზატორების ელ. ფოსტა:

No comments:

Post a Comment

ჩატარებული ღონისძიება აპრილში

 2025 წლის 15 აპრილს ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გაკეთდა კედლის გაზეთი. მოსწავლეებმა მხატვრუ...

მერაბიშვილი