პროექტი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
„ქართული ფოლკლორი-ზღაპრული ჭა არის“
რეფლექსია

2018 წლის 25 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტის მიზანი ძირითადად მიღწეული იქნა:
·         პროექტის მონაწილეებმა მიაღწიეს ძირითად შედეგებს, მათ შეაგროვეს და დაამუშავეს ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშები (ზღაპრები, ლეგენდები, ანდაზები, ბრძნული გამონათქვამები, ლექსები...), მოიძიეს თეორიული და სამეცნიერო მასალა, საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით. ბავშვებს ჩამოუყალიბდათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.
·         განხორციელდა ყველა დაგეგმილი აქტივობა. შეიქმნა თვალსაჩინოება, მოსწავლეებმა იმუშავეს მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების დახვეწაზე, მოამზადეს რამდენიმე ტექსტის ინსცენირება, შეასრულეს ქართული სიმღერები.
·         გამოიკვეთა მონაწილეთა მოსაზრებები პროექტზე მუშაობის პროცესში, თუმცა შესაძლებელი იყო მეტი ჩართულობა განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის (I-III) კლასების მოსწავლეთა მხრიდან, მით უფრო, რომ მათ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
·         ვფიქრობთ, ხალხური შემოქმედების ცოდნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ შემოქმედებითი კვლევის მიმართულებით, რათა გამოკვეთილიყო მოსწავლეთა ინტერესები ხალხური შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებით (ტოპონიმიკის, ეთნოგრაფიის, ტექსტოლოგიის და სხვა), რაც მოსწავლეებს შესძენდა კვლევით უნარ-ჩვევებს.
·         განსაკუთრებული აქტიურობა გამოიწვია მხატვრულმა კითხვამ, ინსცენირებამ და გამოცანების კონკურსმა. სასურველი იქნება, მომავალი ღონისძიებების დაგეგმვისას მსგავსი აქტივობების უფრო ფართოდ გამოყენება.
·         ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა კარგად იცნობს ხალხურ ტრადიციებს და ამის გათვალისწინებით, შემდგომში შეიძლება მოეწყოს საინტერესო გამოფენა ხალხური რეწვის და ხელსაქმის ნიმუშების წარმოსაჩენად.
·         ვფიქრობთ, პროექტმა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა, რადგან აშკარად გამოჩნდა ბავშვების დაინტერესებული დამოკიდებულება ჩვენი ეროვნული საგნების მიმართ, რაც კარგ შედეგს გამოიღებს მომავალში.



მასწავლებელი-მზია მერაბიშვილი







No comments:

Post a Comment

ჩატარებული ღონისძიება აპრილში

 2025 წლის 15 აპრილს ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გაკეთდა კედლის გაზეთი. მოსწავლეებმა მხატვრუ...

მერაბიშვილი