2017 წლის 20 დეკემბერს ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროქტი თემაზე "წიგნი ჩვენი მეგობარი".
პროექტის ხელმძღვანელები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მზია მერაბიშვილი და ლელა თურმანაული
1 პრობლემის განსაზღვრა- სკოლაში (I-XIIკლ) მოსწავლეთა წიგნის კითხვის, მხატვრული კითხვის, ლექსიკური მარაგის გამდიდრების, წაკითხულის გაგების, გააზრებისა და გამოყენების, პრეზენტაციის წარმოდგენის, შემოქმედებითი უნარჩვევების და , ზოგადად, წიგნიერების დონის ამაღლება.
რ ე ფ ლ ე ქ ს
ი ა:
მიმდინარე წლის
20 დეკემბერს წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტის
მიზანი ძირითადად მიღწეული იქნა:
. პროექტის მონაწილეებმა მიაღწიეს ძირითად
შედეგებს, დაფიქრდნენ წიგიერების პრობლემებზე , იმუშავეს ტექსტებზე მათი ადეკვატურად
გაგების, გააზრების და გამოყენების თვალსაზრისით. პროექტის მზადების პროცესში ჩართული
იყო თითქმის ყველა მოსწავლე ,რამაც ხელი შეუწყო გაეუმჯობესებინათ წიგნზე დამოუკიდებლად
მუშაობის უნარ-ჩვევები.
. განხორციელდა ყველა დაგეგმილი აქტივობა
, შეიქმნა თვალსაჩინოება (წიგნების ილუსტრაციების და შემოქმედებითი ნიმუშების, ხელნაწერი
წიგნები , კედლის გაზეთია,სლოგანების, საყვარელი წიგნების გამოფენა), ნაწარმოებების
ინსცერინება , მხატვრული კითხვა. მოსწავლეებმა შეაგროვეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
წიგნისა და ცოდნის შესახებ .
. გამოიკვეთა ლექსიკური მარაგის სიმწირე,
გამოითქვა სურვილი გაგრძელდეს მუშაობა ამ კუთხით
, თუმცა ბავშვებმა შეძლეს საკუთარი შემომედება საინტერესოდ წარმოეჩინათ ( მოთხრობა,
ესე, პრეზენტაცია საყვარელი წიგნებისა და ავტორების შესახებ ).
. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების
მსვლელობაში ჩაერთნენ როგორც დაწყებითი, ისე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც
ხალისით ეხმარებოდნენ უმცროსკლასელებს ღონისძიებისათვის მზადებაში.
. აქტიურობა გამოიწვია გამოცანების
, შეკითხვების, ანბანის ასოებით სიტყვების შედგენის კონკურსებმა. გამოითქვა სურვილი,
მსგავსი აქტივობების გამოყენებით ჩატარდეს ღონისძიებები.
.პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ
წიგნებით, ბლოკნოტებით, ფერადი ფანქრებით ,საღებავებით, სიგელებით სხვადასხვა კატეგორიების
მიხედვით ( მხატვრული კითხვა , ხელნაწერი წიგნი , საუკეთესო ილუსტრაცია , „ყველაზე
გონებამახვილი“, ატიური მონაწილე პრზენტაცია
, საკუთარი შემოქმედება -ესე) . დაჯილდოვდნენ I და III
კლასელები, თუმცა სასურველიიყო ყველა მონაწილის ჩართულობა და აქტიურობა
მეტად წახალისებულიყო, რადგან თითოეულმა მათგანმა ნამდვილად ბევრი იშრომა.
.ვფიქრობ, პროექტმა სასურველ შედეგზე
გამიყვანა, რადგან მან ხელი შეუწყო წიგნისადმი ინტერესის გაზრდას , კითხვის უნარ-ჩვევების
განვითარებას.
No comments:
Post a Comment