I კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო
სიტუაციებში.
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს
მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების
ელემენტარული წესების დაცვა.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი
დამოკიდებულება.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
|
ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის
გაგება და გამოყენება.
ქართ.
I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია
პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,
ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და
გაგება.
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული
შთაბეჭდილებები.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის
საწყისი ჩვევები.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
|
ქართ. I. 12.
მოსწავლეს
შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
ქართ. I. 13.
მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან
/ დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 15. მოსწავლეს
შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. I. 1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება
ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასრულებს მასწავლებლის მარტივ
ზეპირ ინსტრუქციებს;
·
უცნობი სიტყვების მნიშვნელობის
დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
·
მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში,
ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს
სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
·
ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო
ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა,
მადლობის გადახდა და ა. შ.).
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე
და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას,
ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ,
მარცხნივ);
·
მეტყველებისას იყენებს წინადადების
მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·
წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის
მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·
იყენებს საკავშირებელ სიტყვებს
(და, რომ, მაგრამ...);
·
წინადადების დასრულებას გამოხატავს
პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·
თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების
(„ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა
და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
·
სვამს / პასუხობს შეკითხვებს
მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·
ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ
ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·
ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ
მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ
დახასიათებაში;
·
მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო
ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების
ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·
აფასებს მოსმენილს (მომეწონა
/ არ მომეწონა);
·
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს
(კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·
იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის
სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ
ბგერას/ზეპირ მარცვალს;
·
მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის
სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
·
ამოიცნობს სიტყვაში მითითებული
მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას
(მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის
შესაბამის რკალს);
·
მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს
სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________ ___________);
·
სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
განარჩევს მსგავსი ჟღერადობის
მარცვლებს/სიტყვებს;
·
სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს
ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).
მიმართულება: კითხვა
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ
ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
·
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს
ასოებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად,
მარცვლებს - სიტყვებად;
·
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს
მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·
ასოებისაგან, მარცვლებისაგან
აწყობს სიტყვას;
·
ცნობს ანბანის ყველა ასოს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკავშირებს ასოებს ბგერებთან
და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
მითითებულ სიტყვას;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით
ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
·
წინადადების საზღვრების შესაბამისად
აკეთებს პაუზას;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული
ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის,
მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.)
წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს
პირობას;
·
იგებს და ასრულებს მარტივი ენით
დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს
(მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას
და სხვ.);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული
/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·
სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს,
რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება
და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;
·
ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების,
აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით
(ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
·
ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
·
სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით
ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·
კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ
ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·
ფორმალური ნიშნების მიხედვით
(მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს,
ჟურნალს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან
წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის
გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს
(ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
სტრუქტურის აღქმა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·
ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას,
აბზაცში – სტრიქონებისას, სტრიქონში – სიტყვებისას,
სიტყვებში კი – ასოებისას;
·
მთლიანობაში აკვირდება ტექსტის
კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას,
წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·
პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ.,
წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).
მიმართულება: წერა
ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა
ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით
მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
·
ჰაერში ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·
ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის
ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
·
იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა
განლაგების პრინციპს.
ქართ. I. 13. მოსწავლეს შეუძლია კარნახით
წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იცავს მანძილს ასოებს შორის;
·
ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს
სიტყვებს, წინადადებებს;
·
კარნახით წერს ასოებს, მარცვლებს,
სიტყვებს;
·
მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს
ზეპირად და შემდეგ წერს;
·
დამოუკიდებლად წერს სიტყვებს,
რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
წერის პროცესში სათანადოდ იყენებს
საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
·
მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების
მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·
სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად
იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·
წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
·
სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს
წინადადების ბოლოს.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული
საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს
სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს (მისალოც ბარათს, საყვარელი კერძების მენიუს, გამაფრთხილებელ
აბრას და სხვ.);
·
ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
·
წარწერას უკეთებს ილუსტრაციას.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა
შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა: ბგერა და ასო;
მარცვალი. კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება; მარტივი წინადადების აგება; თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების
ინტონაციის გამოხატვა; წინადადება - დასრულებული აზრი.
2.
ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: მოსმენისა და საუბრის წესები; თავაზიანი მეტყველება;
მეტყველების ეტიკეტური ფორმები (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის
გადახდა, თხოვნა); სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაცია (ჟესტები, მიმიკა, ხმის დონეები,
ინტონაცია); წერილობითი ტექსტის გრაფიკული სტრუქტურა: ტექსტი, აბზაცი, სტრიქონი, წინადადება,
განსხვავებული ტიპის შრიფტები, ილუსტრაციები. ტექსტი, სათაური, ავტორი.
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: მცირე ზომის
ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოველებზე, სიკეთესა
და ბოროტებაზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები; მცირე ზომის ფოლკლორული ტექსტები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები; ქართული და
უცხოური საბავშვო კლასიკა და თანამედროვე მწერლების ზღაპრები, მოთხრობები, კომიქსები,
ქართული საბავშვო ლექსები.
II კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური
ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
|
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
კოდის გაშიფვრა.
ქართ. II. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ.,
გაკვეთილების ცხრი-ლის, დღის/კვირის განრი-გის, კულინარიული რეცე-პტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათე-ბლების
ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის
მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და
გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია მოსმენილი
/ წაკითხუ-ლი ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი
ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის
სიებისა და სხვ.)
შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულო-ბის ტექსტების დამოუკიდე-ბლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ. II.
12. მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია
ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწო-რების მარტივი ხერხების
გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად
რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის
ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·
სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის
გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
·
ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს
ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.).
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს
ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის
შინაარსს;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
თხრობას;
·
ასათაურებს ტექსტს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს
პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად
მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი
თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს
ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში
ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის
ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის
ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის
/ ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
აღწერს და ახასიათებს ნაცნობ
საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
განარჩევს წინადადების მოდალობებს
(თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
·
ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ
სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·
სათანადოდ იყენებს კავშირებს
(ან, მაგრამ...);
·
სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს
(ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების)
სათანადო კონტექსტში;
·
განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის
გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ
ფორმებს.
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ
სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს უცნობ
სიტყვებს;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით
ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს
(კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს,
გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა
და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
კითხვას;
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული
რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით
ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე
დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული
კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში
- გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა,
მომზადების წესი და სხვ.);
·
ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ.,
გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების
წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
განარჩევს დიალოგს და თხრობას;
·
მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
·
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში
მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
·
პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში
ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·
განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის
/ ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების
აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
·
ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით
აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის
სიტყვებს).
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი
გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ქმნის წაკითხული / მოსმენილი
ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
·
ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე
მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
·
ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია
მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
·
ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით
ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად
შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის,
რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
·
მოცემული ილუსტრაციის მიხედვით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილი / წაკითხული
ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ
ადგილებს.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა
და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
·
ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს
ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·
შემუშავებული აქვს მარტივი წესი,
რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
·
ყურადღებას აქცევს და იყენებს
სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები
კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
·
იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის
შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
·
გამოყოფს მითითებულ ან საჭირო
აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მიმართულება: წერა
ქართ. II. 10. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული
ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,
სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების
დაცვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება მოდელს და
ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის
იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·
ასახელებს მოდელის კომპოზიციურ
თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·
თავს უყრის და ჩამოწერს
კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა
ტექსტში;
·
ადგენს ტექსტს მოდელის
მიხედვით;
·
შედგენილ ტექსტს ადარებს
მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების
დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
·
მოკლედ წერს პირადი გამოცდილების
შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური ცხოველები“ და ა. შ.);
·
პასუხობს კითხვებს ზეპირად და
შემდეგ წერილობით;
·
წერს კარნახით;
·
სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით
პერსონაჟებს;
·
შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს
და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“
და ა. შ.);
·
მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ
პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის
რეჟიმსა და სხვ.);
·
გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური
ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
·
ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს
და ადამიანებს.
ქართ. II.
12. მცირე
მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ
სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
·
კონტექსტის მიხედვით მართებულად
იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·
იყენებს მაერთებელ კავშირებს
სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·
მართებულად იყენებს თხრობით,
ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების
ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა
და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
·
ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ
ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული
შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის
გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: სიტყვებს აქვთ სხვადასხვა
მნიშვნელობა. ისინი აღნიშნავენ საგნებს, თვისებებს, მოქმედებას
და სხვ.; შეიძლება ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს; სიტყვის
შერჩევა შესაძლებელია (და აუცილებელი) შინაარსის მიხედვით, რათა აზრი უკეთ გამოიხატოს.
გრამატიკული
ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და სინთეზი.
სიტყვის ფორმობრივი ანალიზის საწყისი ჩვევების გამომუშავება; კავშირი და განსხვავება
დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება - ტექსტი; მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი
ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა
- პირიქით, წარმოთქმისას;
სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; წინადადება - დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით
წინადადების კონსტრუირება; თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი; ეტიკეტური
დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო სიტყვები).
შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და აბზაცების
მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის კორექტირების მარტივი
ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის
ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული.
აღწერა და მსჯელობა. მიზნობრივი და ზეპირი
კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).
3. მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: ლექსები,
მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ
ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი
მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები;
მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები. ქართული
და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
III კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპიმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ.
III. 1. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის დანიშ-ნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო
ქცევის წარმართვა ადრე-სატის გათვალისწინებით.
ქართ.
III. 2. მოსწავლეს
შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა,
გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანა-დოდ გამოყენება.
|
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის საინ-ფორმაციო ხასიათის
ილუს-ტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება
და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლო-პედიიდან, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხური-ანი ინსტრუქციების, განცხადებისა
და სხვ.).
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძ-ლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა
და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის,
ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ.
III. 7. მოსწავლეს
შეუძ-ლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.
III. 8.
მოსწავლეს შეუძ-ლია მარტივი ტექსტის არსე-ბითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად
აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო
და აუდიომასალა.
ქართ.
III. 10. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
|
ქართ.
III. 11. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
ქართ.
III. 12. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი
გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.
ქართ.
III. 14. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის
წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკომუნიკაციო და მიზნობრივი
ტექსტების ადრესატს (თანატოლებს, უფროსებს, წარმოსახვით პერსონაჟებს და სხვ.); ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სამეტყველო ეტიკეტსა
და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
·
მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში,
სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან,
მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია
ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო
შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·
აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო
ნიშნების მიხედვით;
·
ყვება მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
·
მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის
ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
·
ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და
პირად გამოცდილებას შორის;
·
მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა
/ უინტერესოა“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია /
მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი
მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და
ა. შ.);
·
შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს, კითხვების დასმით
გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.
ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების
სათანადოდ გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“,
„ცხოველები“, „ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
·
სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს კავშირებსა
და სიტყვა-კავშირებს (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
·
სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით
ნაცვალსახელებს;
·
სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს სიტყვებს: ყველა,
ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი და სხვ.;
·
მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?)
და
კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
·
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
·
განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და თავაზიანობის
გამომხატველ ზმნურ ფორმებს („მოდი – მობრძანდით“; „აიღე – ინებეთ“, „დაჯექი – დაბრძანდით“
და სხვ.).
მიმართულება: კითხვა
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში თავისუფლად მოიძიებს მასწავლებლის
მიერ წაკითხულ ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის
მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
·
ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას
სასვენ ნიშნებთან.
·
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ.,
საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში,
მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს თემას;
·
ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ
მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების
რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
·
ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში,
ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი?
. . . - რუბრიკაში „საკვები“);
·
ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ
მოცემული წარწერების შინაარსს;
·
ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას
/ ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
·
ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ
ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·
ამოიცნობს ტექსტში მოცემულ
სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს;
·
ტექსტში მოცემულ ინფორმაციას
აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია
მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,
იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს,
გრძნობებს, ემოციებს;
·
განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა
და ადგილს;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს
ტექსტის შინაარსს;
·
იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით
გადმოცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
·
განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ
გადმოცემულ ამბავს;
·
განსაზღვრავს, რა იცის / რა
არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
·
ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში
მონაწილეთა რაოდენობას;
·
ითვლის ტექსტში რეპლიკების
რაოდენობას;
·
განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის
რეპლიკა და ვინ არის მისი ადრესატი;
·
განსაზღვრავს რეპლიკის მიზანს
(მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა,
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
·
ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა
აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
·
გამოყოფს სიუჟეტის განვითარების
საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);
·
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს
ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია
ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს წაკითხული ტექსტით
აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს მულტფილმებს, სურათებს,
ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის
დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე;
·
ასახელებს ნაწარმოების გმირების
მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
·
ასახელებს საყვარელ პერსონაჟს
და ხსნის საკუთარ არჩევანს;
·
წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული
შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად
ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
ქართ. III. 8. მოსწავლეს შეუძლია
მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული
ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის
/ ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის თვისებისა
და ოდენობის გამომხატველ ლექსიკას, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
·
კითხვების (რა? ვინ? როგორი?
რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით აჯგუფებს სიტყვებს და ადარებს მათ ერთმანეთთან;
·
ამოიცნობს სასვენი ნიშნების
(წერტილის, მძიმის, ორწერტილის, მრავალწერტილის, ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების)
ფუნქციას;
·
ამოიცნობს პირდაპირ ნათქვამს.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად
შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის
გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის (რეკლამის,
აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
·
თანმხლები ტექსტის გარეშე ამოიკითხავს
ვიდეომასალის სახეობას (რეკლამა, კინოანონსი, რეპორტაჟი);
·
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს
საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
·
გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის
ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
·
ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს
თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
·
საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის
ქმნის წიგნის მაკეტს.
ქართ. III. 10. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას
კონტექსტის გათვალისწინებით;
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების
მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
·
მთლიანობაში აკვირდება ტექსტის
სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას,
ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ
შრიფტსა და სხვ.) და იყენებს მათ საყრდენებად კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას;
·
აღწერს, რა ხერხს მიმართა დასმულ
კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·
დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის
შემდეგ აზუსტებს, რამდენადაა პასუხის სისწორეში დარწმუნებული („დარწმუნებული ვარ“,
„თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
·
განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის
იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად;
·
მასწავლებლის დახმარებით ადგენს
ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით);
·
სარგებლობს სასკოლო ბიბლიოთეკის
კატალოგებით, ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების
მიხედვით – საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
მიმართულება: წერა
ქართ. III. 11. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ.,
როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ
გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
·
კონკრეტული მიზნისა და ადრესატის
მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;
·
თხზავს და შესაბამისად აფორმებს
მარტივ დიალოგებს.
ქართ. III. 12. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე
ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
·
სხვადასხვა საგანში შეძენილი
ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“, „შინაური ცხოველები“
და სხვ.);
·
აღწერს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას
საკუთარი ცხოვრებიდან;
·
თანამიმდევრულად გადმოსცემს შინაარსს
წერილობით;
·
წერს კარნახით;
·
ტექსტის შედგენის დროს იყენებს
ახლად შესწავლილ სიტყვებსა და ფრაზებს;
·
ტექსტის ან ეპიზოდის შინაარსის
გადმოცემისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას, ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტებს, მარტივ
შედარებებს).
ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია
ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
·
სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ, ან) რთული
და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
·
სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს / ის კაცი
მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
·
სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს: ყველა,
ზოგი (ზოგიერთი), არც ერთი;
·
სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად
ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;
·
მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს
მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
·
იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკულ
საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
·
სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს სტრიქონიდან
სტრიქონზე;
·
სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს,
ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს).
ქართ. III. 14. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ
ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ
სიტყვას ან წინადადებას;
·
კარნახით ნაწერ ტექსტს უდარებს
დედანს ჩასწორების მიზნით;
·
ამოწმებს და ჩაასწორებს ნაწერში
მისთვის ნაცნობ სასვენ ნიშნებს.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული
შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: აქტიური ლექსიკური
ფონდი; სიტყვათა დაჯგუფება-განსხვავება შინაარსობრივი და ექსპრესიული თვალსაზრისით;
ხატოვანი გამონათქვამები და მარტივი ფრაზეოლოგიზმები.
გრამატიკული ასპექტი: წინადადების ძირითადი
წევრები: ზმნა-შემასმენელი და მასთან დაკავშირებული მოქმედი პირი (სუბიექტი); ზმნა
და საგარემოებო სიტყვები; კავშირები წინადადებაში. სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებს
შორის ფუნქციური სხვაობა; ზმნური და სახელური ფორმაცვალება; ტიპობრივი ორთოგრაფიული
შეცდომების გასწორების წესები; ძირითადი სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვისა
და ძახილის ნიშნები, ბრჭყალები, ორწერტილი, მრავალწერტილი).
2. ენის კომუნიკაციური
ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა
და მიზანი; მიზნობრივი ტექსტის დანიშნულება და ადრესატი. საუბრისა და კამათის თემა;
ჯგუფური აქტივობა, სიტუაციური თამაში და კონკრეტული როლი; საბავშვო ბიბლიოთეკით სარგებლობის
წესები; კითხვის სტრატეგიები (თემა, მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირები, სათაურისა
და ტექსტის აზრობრივი მიმართება). ტექსტის ტიპები: მიზნობრივი ტექსტები (რეცეპტი, სამახსოვრო
წესები, აბრა, რეკლამა, განცხადება); ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხები.
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: თანატოლების ცხოვრება,
სათავგადასავლო, იუმორისტული ნაწარმოებები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები.
საკითხავი მასალა: ქართული და მსოფლიოს
ხალხთა ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; ადაპტირებული ლიტერატურული ტექსტები,
ლირიკული და სიუჟეტიანი ლექსები, პროზაული თხზულებები (მცირე ზომის) დასრულებული ამბით,
საინტერესო სიუჟეტით, მკაფიოდ და ნათლად გამოხატული სათქმელით.
IV კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად
აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს
საკუთარი დამოკიდებუ-ლება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს
სამეტყველო ქცევა დასა-ხულ საკომუნიკაციო ამოცანას.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება
კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
|
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის
ნაცნობი თემების შემცველი სხვადა-სხვა სახის
არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო
ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.) წაკითხვა
და გაგება.
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
თე-მაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდე-ბლად წაკითხვა.
ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი
დამო-კიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის / არამხა-ტვრულის) მიმართ;
ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
ქარ. IV. 9. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა;
ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
|
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა.
ქართ.
IV. 12. მოსწავლეს
შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა;
ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
ქართ. IV. 13.
მოსწავლეს
შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების
აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია
წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და
მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. IV. 1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განარჩევს ასაკის
შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების
სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
·
შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს
ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
·
განასხვავებს შინაური გარემოს
სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
·
განასხვავებს პირდაპირ და ირიბ
ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
·
თხრობისას იყენებს ავტორისეულ
ლექსიკას;
·
მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების
სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
·
გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის
შინაარსს.
ქართ. IV. 2. მოსწავლეს
შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან
ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს
თავის დამოკიდებულებას;
·
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას
პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·
მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·
მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის
ან ზღაპრის განხილვაში;
·
გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს
და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ. IV. 3. მოსწავლეს
შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე
სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ
ემოციებს;
·
იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების
ფუნქციით;
·
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება
კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ
რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·
მასწავლებლის მიერ მითითებული
ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს,
ანტონიმს...);
·
სათანადო კონტექსტებში სწორად
ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი,
ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
·
კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს
ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და
ა. შ.);
·
მეტყველებისას იცავს ბრუნვისა
და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი,
თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
·
სწორად უთანხმებს ზმნას არსებით
სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
მიმართულება: კითხვა
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია
მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის
განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.) წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს მარტივი მიზნობრივი
ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების,
წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
·
მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
·
ახასიათებს სხვადასხვა სახის
ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის
ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიული რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით
ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები
წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
·
გამოყოფს და ასახელებს ტექსტის
მთავარ საკითხებს;
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში
ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს;
·
განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
·
განასხვავებს საგანთა / მოვლენათა
გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული
ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის
(მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·
საუბრობს სათაურისა და ტექსტის
აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
·
ასახელებს სათაურის ალტერნატიულ
ვარიანტებს;
·
ასახელებს მოქმედ პირებს;
·
მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას
(მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·
დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში
სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების
აღსაწერად;
·
ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს,
მიზნებს;
·
აკვირდება პერსონაჟთა ქცევას,
მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების,
განზრახვების, განცდების შესახებ;
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა
და სურვილს/ოცნებას;
·
ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ
მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით,
დათმობით და სხვა) კავშირებს;
·
განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ
მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
·
გამოყოფს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს,
დასასრულს);
·
საკუთარი სიტყვებით გადმოცემს
ტექსტის/მისი ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს,
გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·
განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ
გადმოცემულ ამბავს;
·
განარჩევს ტექსტში ავტორისა და
პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
·
განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის
ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
·
აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას
- ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა,
ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და სხვა);
·
აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას
საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
·
ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად
თემას/ქვეთემებს, იდეას.
ქართ. IV. 7. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების
აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ
დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი
შეჭამა...);
·
ამოიცნობს
და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი;
კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების
(ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
·
ამოიცნობს
მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის
აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას
ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში
ვიყავი. იქ ბევრი
ლამაზი სახლი ვნახე)
და ა.შ.;
·
ამოიცნობს
და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში
(მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი);
·
ამოიცნობს
და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს
(დედა მყავს, რვეული მაქვს).
ქართ. IV. 8. მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის)
მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს
საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
·
განმარტავს,
რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·
მიუთითებს,
რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების
აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·
მონაწილეობს
წაკითხულის შესახებ გამართულ
დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული
ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ქარ. IV. 9. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური
ინტერპრეტაციის უნარს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ
აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის,
საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ
პლაკატს და სხვ.);
·
ადეკვატურად
იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს,
დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
·
ამოიცნობს
საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს
სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
·
მონაწილეობს
საბავშვო სპექტაკლის გაფორმებაში: დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ქმნის მასწავლებლის
მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლისათვის შესაფერისი კოსტუმის, ნიღბისა
და ა.შ.
ესკიზებს;
·
შეარჩევს
(თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·
ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის
მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
·
როლის
(მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე
საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის,
ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
·
თანაკლასელების
ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ
მიზანსცენებს (მეორე ჯგუფი კი ცდილობს ამოიცნოს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი).
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს
ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების,
ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
·
ტექსტის
უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
·
ილუსტრაციებზე,
სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს
ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
·
აკვირდება
კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ
ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო
იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში;
მკითხველი დაეყრდნო ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ
ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
·
დასმულ
კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში
(„დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
·
უბრუნდება
ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის
დარწმუნებული;
·
იცის და
ასახელებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ტექსტის
გაგებას უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემული ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული
ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
·
აღწერს,
რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ
ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური
და რატომ;
·
სარგებლობს
საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
·
სწორად
იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი,
სათაური, გვერდების რაოდენობა);
·
ამოიცნობს
და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა
ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს
და ა. შ.).
მიმართულება: წერა
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის
შეთხზვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცხოვრებისეული
შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
·
შესაფერისი
ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას,
გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
·
ჩამოწერს
შეკითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
·
სწერს წერილებს
რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).
ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის
შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს შინაარსობრივ
თანამიმდევრობას;
·
ნაწარმოების
შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
·
გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების,
გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ა.შ.);
·
ქმნის ნაწარმოების
განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.
ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია
გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება
სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
·
ავლენს
სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს
ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
·
მართებულად
ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს
რიცხვში ზმნებს;
·
სათანადოდ
იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
·
მართებულად
იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს,
მრავალწერტილს...).
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია
წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეადგენს
წერითი დავალების მოკლე გეგმას;
·
წერის დაწყებამდე
განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
·
უბრუნდება
ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან
გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
·
ამჩნევს
და ასწორებს საკუთარ შეცდომებს (მაგ., სუბიექტსა და ზმნას შორის შეუთანხმებლობას, მსაზღვრელ-საზღვრულს
შორის შეუთანხმებლობას, ორთოგრაფიული ხასიათის შეცდომებს და სხვ.);
·
ხმამაღლა
კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით
უკეთესი ვარიანტით.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა
შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1.
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური
ასპექტი: ლექსიკური ფონდის შევსება: სპეციალური ლექსიკა და ტერმინოლოგია;
სიტყვათა სემანტიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ლექსიკური ბუდეების...) აქტიურად,
შემოქმედებითად გამოყენება; ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების კონტექსტურად შერჩევა;
სიტყვათა ლექსიკური კავშირები (სიტყვაწარმოების საწყისი წესები, ახალ სიტყვათა წარმოქმნა);
რთული შედგენილობის სიტყვები; სიტყვის მრავალმნიშვნელიანობა.
გრამატიკული
ასპექტი: სახელის ბრუნვისა და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული ორთოგრაფიის
წესები; სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული
საშუალებების ურთიერთმიმართება; სიტყვათა ძირითადი კლასები (მეტყველების ნაწილები)
და მნიშვნელოვანი სინტაქსური მიმართებები სიტყვათა შორის; სიტყვის მორფოლოგიური აგებულება
საწყის დონეზე; სასვენი ნიშნები.
2.
ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა და მისი გადაჭრის ხერხები;
ჯგუფური აქტივობა (როლის შესრულება / მოკლე ზეპირი გამოსვლა); ენის სხვადასხვა ფუნქციური
სტილი (სასაუბრო, სალიტერატურო) და მათი გამოყენების სფეროები; მიზნობრივი ტექსტები
(აბრა, რეკლამა, პლაკატი, რეცეპტი, სამახსოვრო წესები, ინსტრუქცია, სხვადასხვა ხასიათის
წერილები), მათი ჩაწერისა და გაფორმების წესები.
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა:
თემატიკა ფართოვდება; სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ცხოვრება, სათავგადასავლო ნაწარმოებები,
დიდაქტიკური თხზულებები, ფანტასტიკა, იუმორისტული და სატირული ნაწარმოებები; ყოფითი, პატრიოტული და ჰეროიკული თემები.
საკითხავი მასალა:
ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება; ნიმუშები მსოფლიოს ხალხთა
ფოლკლორიდან: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები (ქართული, ბერძნული, რომაული
და სხვ.); თანამედროვე ქართულით გამართული სხვადასხვა პერიოდის ნაწარმოებები, ლიტერატურული
ზღაპრები (ქართველი და უცხოელი მწერლების), ლექსები და პროზაული თხზულებები; მარტივი
საინფორმაციო / შემეცნებითი ტექსტები; სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტები.
[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების
გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის
მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვრა – გრაფიკული
ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი
დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;
ბგერების სიტყვად
გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან
დაკავშირება.
No comments:
Post a Comment