Saturday, January 7, 2023

პროექტი-"ჩემი ლიტერატურული მეგობრები"



 

პროექტი- "ჩემი  ლიტერატურული მეგობრები.“

 

პროექტის გეგმა

          1.პროექტის დასახელება:    ,, ჩემი ლიტერატურული მეგობრები.“

                              პროექტის ავტორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები:

                                                                       ლელა თურმანაული

                                                                        მზია მერაბიშვილი

 

2.       პროექტში მონაწილეობენ:   1-ლი-მე-12 კლასის მოსწავლეები.

 

მოსწავლეთა რაოდენობა: 27

                    3.   პროექტის აქტუალობა/რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის? –

 

            პროექტის აქტუალობა:  სკოლებში, სამწუხაროდ, წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია. ბავშვების ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.  ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულია წიგნთან. პროექტი „ ჩემი ლიტერატურული მეგობრები ‘’აქტუალურია, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც ბავშვები  სწავლის პროცესში იძენენ, კითხვის უნარია. ბავშვები ჯერ სწავლობენ კითხვას და შემდეგ კითხულობენ იმისთვის , რომ ისწავლონ. სწორედ ამიტომაც,  სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. სწავლების საწყის ეტაპზევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებას და კითხვისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. ,რაც თავისთავად გულისხმობს  კითხვის უნარ-ჩვევების განმტკიცებას საბაზო და საშუალი საფეხურზეც. ამიტომ წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლების დაწყებისთანავე.

        პროექტის მოკლე აღწერა: წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  გაიგებენ ყველაფერს წიგნის შესახებ, დაეუფლებიან კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას,    კითხვა დაეხმარება მათ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. წაიკითხავენ მრავალფეროვან ლიტერატურას, გააკეთებენ პრეზენტაციას „ჩემი საყვარელი  ლიტერატურული გმირი ‘’. მოსწავლეები გაეცნობიან და დაუმეგობრდებიან წიგნის პერსონაჟებს,  შეეცდებიან ნაწარმოების მიხედვით  სცენარის დაწერასა და დახვეწას.  მოამზადებენ და წარმოადგენენ ესეებს აღნიშნულ საკითხზე. ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს. ჩამოუყალიბდებათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ნაწარმოებების პერსონაჟების მიმართ.

 

 

 

 

 

პროექტის მიზნებ:

·         წიგნიერების უნარის განვითარება;

·         წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება;

·         წაკითხული ტექსტის გააზრება;

·         მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ამოცნობა და მათი დახასიათება;

·         წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

·         აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის უნარის განვითარება;

·         პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;

·          ღონისძიებაში მონაწილეობა-მოსწავლეები წარმოადგენენ  ხელნაწერ წიგნებს და პერსონაჟთა ილუსტრაციებს:

·         კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

·         თანატოლებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება;

 

4.       პროექტზე მუშაობის ვადებიდასაწყისი    10.10. 22 - 20.12. 22

 

მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

·         მოსწავლეებს წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება- სიყვარული და ინტერესი გაუჩნდებათ.

 

·         შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგებასა და გააზრებას;

·         შეძლებენ პერსონაჟების დახასიათებასა და მათი თვისებებისა და ქმედებების  მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;

·         ჩამოუყალიბდებათ პრეზენტაციის უნარები;

·         შეძლებენ წაკითხული წიგნებიდან სხვადასხვა ეპიზოდების მხატვრულ კითხვას;

·         გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარები;

·         შეძლებენ კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენებას   ლიტერატურის წაკითხვისას;

შეძლებენ  მოვლენების, ძირითადი იდეებისა და დამხმარე დეტალების   დაფიქსირებას, ლიტერატურულ თხზულებებში.

·                     გააანალიზებენ პერსონაჟს და  გაავლებენ პარალელს საკუთარ თავთან ხასიათის, პრობლემების და სიუჟეტის სხვა ხაზების მიხედვით.

·                     ტექსტზე დაყრდნობით  წინასწარ განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს.

·         ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით გაიმდიდრებენ ლექსიკური მარაგს.

·         შეძლებენ პერსონაჟების, მათი საყვარელი გმირების შინაგანი და გარეგანი თვისებების, ხასიათის თავისებურებებისა და საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენას.

     

 

 

შეფასება:

მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს ვუსვამთ შეკითხვებს, რომ შემოწმდეს წაკითხული ტექსტების  გააზრების უნარი.

მოსწავლეებთან მუშაობისას, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე სწავლის გაუმჯობესების მიზნით, ვიყენებთ შეფასების შემდეგ რუბრიკებს:

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;

პრეზენტაციის , ესეს რუბრიკა;

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა;

თვითშეფასების რუბრიკა;

 

(შეფასების რუბრიკები იხილეთ ბოლო გვერდზე )

 

პროექტის მიმდინარეობა/ განხორციელებული აქტივობები:

 

          პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვესაუბრეთ წიგნიერების, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობაზე:

     I.        ზოგადი შეკითხვის დასმა: რას ნიშნავს იყო წიგნიერი?

 

             მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები შემდეგ კითხვებზე- რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? როგორ გვეხმარება წიგნების კითხვა სწავლაში? როგორი წიგნებია მათი ასაკის ბავშვებისთვის საინტერესო? შეუძლია თუ არა კომპიუტერს წიგნის ჩანაცვლება? რამდენად სწორად ვიყენებთ თავისუფალ დროს? შეუძლიათ თუ არა წიგნებს მეგობრობა? როგორ დავუმეგობრდეთ წიგნებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს.

            კითხვებზე პასუხების მოსმენამ საშუალება მოგვცა გაგვერკვია, რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს წიგნის მიმართ, რა დროს უთმობენ წიგნების კითხვას, რა ჟანრის ლიტერატურის მიმართ გამოხატავენ ინტერესს. რამდენად სწორად იაზრებდნენ წიგნიერების მნიშვნელობასა და როლს.

            მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა არ კითხულობდა, ან მცირე დროს უთმობდა  კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, მათ სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ წიგნიერების დონის ამაღლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.

            შევთანხმდით, რომ წიგნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ჩვენს ცხოვრებაში, წიგნებთან დამეგობრება კი მხოლოდ მათი კარგად გაცნობის შედეგად შეიძლება. რაშიც ტექსტის გაგება-გააზრება, პერსონაჟების გაცნობა, მათი თვისებების, სურვილებისა და მისწრაფებების ამოცნობა დაგვეხმარება.

    II.        ამის შემდეგ დავგეგმეთ: სადამრიგებლო საათზე ადაპტირებული, მცირე მოცულობის წიგნების წაკითხვა და მათი დამუშავება.

            იმისათვის, რომ მოსწავლეები ხალისით ჩართულიყვნენ კითხვის პროცესში, გადავწყვიტეთ  ჯერ ერთად წაგვეკითხა რამდენიმე წიგნი, კითხვის პროცესში კი გამოგვეყენებინა -კითხვის ეფექტური მეთოდები:

მოსწავლეებს გავაცანით  აქტივობა:

ü რას ვაკეთებ კითხვის დაწყებამდეკითხვის დროს და კითხვის დასრულების შემდეგ?

წიგნის კითხვას ვიწყებთ მოცემული აქტივობის გამოყენებით.

აქტივობის აღწერა

1. დაფაზე  3 გრაფად დაყოფილ ცხრილს ვხაზავხოლო   მაგიდაზე ვაწყობ  ამობრუნებულ ბარათებსრომლებზეც ჩამოწერილია კითხვის მარტივი სტრატეგიები:

·         ვიხსენებრა ვიცი ან რა მსმენია იმ თემაზერომელსაც ტექსტი ეხება

·         (წინარე ცოდნის გააქტიურება);

·         ვაკვირდები ტექსტის სათაურსილუსტრაციებს და ვცდილობ გამოვიცნო ტექსტის შინაარსი (ვარაუდების გამოთქმა ტექსტის სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით);

·         ვცდილობ გავიხსენოხომ არ მსმენიაგადამხდენია ან წამიკითხავს მსგავსი რამ (წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთანმსგავს ტექსტთან პარალელის გავლება/;

·         საკუთარი სიტყვებით ვყვები წაკითხულს (წაკითხულის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა);

·         ფანქრით მოვნიშნავ იმ ადგილებსრომლებიც ყველაზე მთავარია ტექსტში (მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა);

·         ფანქრით  მოვნიშნავ  იმ ადგილებსრომლებიც  კარგად ვერ გავიგე და უნდა დავაზუსტო;

·         ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ვცდილობ გამოვიცნორა მოხდება შემდეგ (ვარაუდების გამოთქმა);

·         როცა რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა ვერ ვიგებვეძებ ლექსიკონში.

2, მოსწავლეებს თხოვ  დაფიქრდნენრას აკეთებენ ისინი კითხვის დაწყებამდეროცა წინ უდევთ გადაშლილი წიგნი და აპირებენ  ტექსტის წაკითხვასკითხვის დროს და ბოლოსმოცემული ტექსტის წაკითხვის შემდეგ.

3. ამის შემდეგ მორიგეობით იძახებ დაფასთან მოსწავლეებსმათ უნდა აირჩიონ ბარათიხმამაღლა წაიკითხონ რა წერია მასზე და ბარათი მაგნიტის საშუალებით მიამაგრონ დაფაზესაჭირო სვეტში (იხშევსებული ცხრილის ნიმუშისურათი ¹.....).

 

            აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები დააჯგუფებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს და გააცნობიერებენ, რომ თითოეული სტრატეგია კითხვის სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. მათი გამოყენება კი ზრდის ტექსტის უკეთ გაგებისა და გააზრების ხარისხს.

           

ü გმირის დახასიათება.

            ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ტექსტის ანალიზის საფუძველზე პერსონაჟის დახასიათებას.გმირის რუკა“  ეფექტური მეთოდია თხრობითი ხასიათის ტექსტის გაგებისა და ანალიზისთვისგმირის რუკის შედგენისას მოსწავლეები კითხულობენ ტექსტსავსებენ სქემის გრაფებსასახელებენ რომელიმე პერსონაჟსმსჯელობენ თუ რას ფიქრობსმოქმედებსგრძნობს მოთხრობის გმირირა შედეგი მოჰყვება მის ქმედებასგამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებსმოსწავლეები დაახასიათებენ და შეაფასებენ გმირის საქციელს ტექსტის შინაარსზე დაყრდნობით.

ü    სიტყვის რუკა

 

     ეფექტური სტრატეგი კითხვის სწავლების პირველ ეტაპზეეს სტრატეგია ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასწაკითხულის გაგება-გააზრებას და წერის უნარის განვითარებას. „სიტყვის რუკის“ სქემა შედგება 4 ნაწილისგანთვითონ სიტყვის დასახელებაამ სიტყვის განმარტება მოსწავლის მიერამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან და ნახატი.

                სიტყვის ვიზუალიზაცია თავისივე შესრულებული ნახატით მოსწავლეებს გაუადვილებს სიტყვის აღქმას.

 

               

 

ü ამბის რუკა

სიუჟეტის უკეთ გაგება-გააზრებაში მოსწავლეებს დაეხმარება „ამბის რუკა“ (თავიდან, შემდეგ, ბოლოს. სიუჟეტისა და კონფლიქტის ანალიზი)

 

              „ამბის რუკა“ კარგი საშუალებაა მოთხრობის ეფექტური აღქმისა და ანალიზისთვისსქემის შევსება შეიძლება როგორც კითხვის პროცესშიასევე ტექსტის ბოლომდე წაკითხვის შემდეგმოსწავლეები გამოყოფენ პერსონაჟებსგარემოებებსმოვლენათა თანმიმდევრობასამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნებს ტექსტის კითხვის დროს და მიუთითებენ შესაბამის დასაბუთებას ტექსტშიმოახდენენ მოვლენათა თანმიმდევრობის განსაზღვრას და შეჯამებას.

 

       სწავლის პროცესში მიზანმიმართულისახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებითმოსწავლეებს გაუადვილდებათ  სხვადასხვა ტიპის ტექსტების შინაარსის გაგება-გააზრებატექსტში ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა, შესაბამისად კი განუვითარდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმისა და დამუშავებისლოგიკურ მსჯელობისმოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი.

       

 

 III.    სასკოლო  ბიბლიოთეკის გამდიდრება.

          დაწყებითი კლასებიდანვე  ჩვენ უკვე  დავიწყეთ ზრუნვა სასკოლო ბიბლიოთეკის გამდიდრებისათვის. თითქმის ყველა ბავშვმა თითო წიგნით შეავსო ბიბლიოთეკა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მცირე მოცულობის, გასაგები ენით გადმოცემულ სხვადასხვა ნაწარმოებებსა და ილუსტრაციებით მდიდარ, პატარა წიგნებს,  რაც კარგი მოტივატორი აღმოჩნდა პატარებისთვის.  დავგეგმეთ პროექტი „მეგობრები წიგნის თაროდან“, რომლის ერთ-ერთ აქტივობას სწორედ  ახალი წიგნებით საკლასო ბიბლიოთეკის გამდიდრება წარმოადგენდა.

            მოსწავლეებმა და მშობლებმა სიამოვნებით მიიღეს ეს ინიციატივა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ნამდვილად სასარგებლო პროცესი იქნებოდა, თუკი ყველა მოსწავლე მოიტანდა ახალ წიგნს ბიბლიოთეკისთვის, მათ უფრო მეტი რაოდენობის წიგნთან ექნებოდათ ხელმისაწვდომობა, საკლასო სივრცეში უფრო თავისუფლად  დაათვალიერებდნენ წიგნებს და აარჩევდნენ მათთვის საინტერესოს.

            მოსწავლეების ინტერესების, გემოვნებისა და შეხედულებების გათვალისწინებით შევადგინეთ საკლასო ბიბლიოთეკისათვის სასურველი წიგნების ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინებითაც ბავშვებმა შეავსეს და განაახლეს სკოლის ბიბლიოთეკა.  ბავშვებს მივეცი დრო, რამდენიმე  დღის განმავლობაში  დაეთვალიერებინათ წიგნები, წიგნში მოცემული ილუსტრაციები, წაეკითხათ წიგნის ანოტაცია, ნაწარმოები.

            მოსწავლეებს დავურიგე ცხრილი, რომელიც უნდა შეევსოთ უკვე ნასწავლი სტრატეგიების გამოყენებით. მოსწავლეებს წიგნის კითხვისას ყურადღება უნდა გაემახვილებინათ, დროსა და გარემოებაზე, პერსონაჟების თვისებებზე, სიუჟეტზე, წამოჭრილ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. აღნიშნული ცხრილი მათ დაეხმარათ პრეზენტაციის მომზადებაში „ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი.“

            მოსწავლეებს წიგნები უნდა წაეკითხათ ერთ თვეში. ცხრილში მოცემული იყო ასევე გრაფები , სადაც უნდა  ჩაენიშნათ,-კითხვის თარიღი, კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო, რომელიც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მშობლის ხელმოწერით, მშობლის ჩართულობამ გაზარდა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა შესასრულებელი დავალების მიმართ, მე პერიოდულად ვამოწმებდი ცხრილებს, რათა თვალყური მედევნებინა რამდენად სწორად და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ სამუშაოს.

            მოსწავლეთა ცხრილების შემოწმებამ საშუალება მომცა გამეგო, ვინ დაასრულა წიგნის წაკითხვა და ვის კიდევ სჭირდებოდა დამატებითი დრო, ამის მიხედვით დავგეგმეთ პრეზენტაციების თარიღები.

 

 IV.        პრეზენტაცია  „ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი.“

პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს: თუ  რატომ აირჩიეს ეს წიგნი?  რამ იქონია გადამწყვეტი როლი წიგნის შერჩევისას? გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები? ვინ არიან წიგნის მთავარი პერსონაჟები?  რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვთ მათ? რომელი პერსონაჟი მოეწონათ ყველაზე მეტად? თუ ხედავენ რაიმე მსგავსებას პერსონაჟსა და საკუთარ თვისებებს შორის?

რომელი ეპიზოდი იყო მათთვის ყველაზე საინტერესო? საშუალება რომ მიეცეთ წიგნის რომელი ეპიზოდისა და რომელი გმირის ილუსტრირებას  მოინდომებდნენ. მოსწავლეების მიზანი იყო მსმენელი დაეინტერესებინა თავისი საყვარელი წიგნით და პერსონაჟით.  მის შესახებ რაც შეიძლება მიმზიდველი ინფორმაცია წარმოედგინა.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, რომელმა წიგნმა ან გმირმა  გამოიწვია მათში ინტერესი, რომელ წიგნს წაიკითხავდნენ და რატომ.

პრეზენტაციამ მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ  წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები, მათი წიგნის კითხვის მიზანი გახდა უფრო მნიშვნელოვანი, გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ისინი უფრო ინტერესითა და დაკვირვებით კითხულობდნენ წიგნებს, ხშირად მეუბნებოდნენ რომ ახლიდან წაიკითხეს რამდენიმე თავი, რადგან კარგად აღარ ახსოვდათ ის ფაქტები, რომელიც საჭირო იყო ცხრილის შესავსებად, გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი წიგნების მიმართ.  აღნიშნულმა აქტივობამ საშუალება მომცა შემეფასებინა, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენეს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები წიგნის კითხვისას, რამდენად შეძლეს მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება- ტექსტის გაგება-გააზრება, ანალიზი, პერსონაჟების დახასიათება, მთავარი და მეორეხარისხოვანი ფაქტების გამიჯვნა, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა.

  

 

 

 

 

 

პროექტის შეჯამება- მოსწავლეები მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე:

·         რამდენად რთული იყო შესასრულებელი დავალება?

·         რამდენად საინტერესო იყო მათთვის პრეზენტაციაზე მუშაობა? რას შეცვლიდნენ საკუთარ ნაშრომში?

·          სხვა მონაწილეების დაკვირვების შედეგები?

·           რამდენად შეესაბამება ჩვენს რეალობას აღნიშნული პრობლემა?

·          როგორ შეგვიძლია ჩვენ  წვლილი შევიტანოთ მოცემული პრობლემების გადაჭრაში?

·         როგორ შეიცვლა წიგნისადმი დამოკიდებულება პროექტის ბოლოს?

·         ვინ არიან მათი მეგობრები წიგნის თაროდან, ლიტერატურული პერსონაჟებიდან?

სასწავლო თემისთვის საჭირო რესურსები:

®    კომპიუტერები, წიგნები, მარკერები, ფერადი ქაღალდები.

®    ბეჭდვითი ლიტერატურა: იოჰანა შპიცის მიხედვით- „ჰაიდი“

ჯეკ ლონდონის მიხედვით -„თეთრი ეშვი“ ,  ჯონათანის სვიფტის მიხედვით- „გულივერის მოგზაურობა“ , ,, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, ხალხური ზღაპრები.

ü ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელი წინდა“

ü ასტრიდ ლინდგრენი „სახურავის ბინადარი კარლსონი“

ü ჯანი როდარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“.

ü ალექსეი ტოლსტოი „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“

ü არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“

ü ჯეიმს მეთიუ ბარი „პიტერ პენი“

ü ტუვე იანსონი „კომეტა მაიმუნების ხეობაში“

ü გიორგი კეკელიძე „თომას ზღაპრები“

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

 

მაღალი

საშუალო

სუსტი

ჩართულობა

ჯგუფში ყველა წევრი ჩართულია

ჯგუფში ყველა წევრი  არ არის ჩართული და აქტიური

ჯგუფის  წევრები არ არიან ჩართული  და აქტიური

მოსმენა

ჯგუფში ყველა წევრი ერთმანეთს უსმენს

ჯგუფში  წევრები ერთმანეთს  ნაკლებად უსმენენ

მუშაობისას ჯგუფის წევრები ერთმანეთს არ უსმენენ

თანამშრომლობა

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ

ჯგუფის წევრები ნაკლებად თანამშრომლობენ

ვერ თანამარომლობენ

პრეზენტაცია

 

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეტებს დასკვნას.

წარმოადგენს მთავარ იდეას, მაგრამ არ არის საკმარისი დასკვნები გაკეთებული.

არ წარმოადგენს მთავარ იდეას, და არც საკმარისი დასკვნებია გაკეთებული.

დროის ლიმიტი

 

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

მეტნაკლებად იცავენ დროის ლიმიტს

ვერ იცავენ დროის ლიმიტს

 

 

ინდივიდუალური შეფასება

კრიტერიუმები

მაღალი

საშუალო

დაბალი

 წაკითხულის გაგება-გააზრება

მოსწავლე  ყოველთვის  სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები

მოსწავლე  ძირითადათ სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად  უჭირს დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა

მასწავლებლის დახმარების გარეშე უჭირს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

პერსონაჟის დახასიათება

ახასიათებს პერსონაჟს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. აკეთებს შეპირისპირებით დახასიათებას

ახერხებს პერსონაჟის მარტივ დახასიათებას.

ვერ ახერხებს პერსონაჟის თვისებების გამოყოფას.

ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება

მონიშნავს ტექსტიდან ყველა კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის რა გარემოში ხდება მოქმედება)

უჭირს ტექსტიდან კონკრეტული ინფორმაციის ამოკრება

ვერ ახერხებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრებას

 

 

 

ნაწარმოების სიუჟეტების გამოყოფა

გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას)

ნაწილობრივ გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს(ასახ ელებს დაწყებას ან დასასრულს)

ვერ ახერხებს ნაწარმოების სიუჟეტის განვითარების საფეხურების დასახელებას.

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება

 

კრიტერიუმები

მაღალი

საშუალო

დაბალი

შემიძლია კითხვისას გამოვიყენო კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები, განვსაზღვრო კითხვის სხვადასხვა ეტაპზე რომელ სტრატეგიას გამოვიყენებ

შემიძლია „ამბის რუკის“ გამოყენება ნაწარმოების დასაწყისის, შუა ნაწილის და დასასრულის გამოსაყოფად.

შემიძლია პერსონაჟის რამდენიმე ნიშნის მიხედვით დახასიათება

შემიძლია პერსონაჟის ქცევის მოტივებზე საუბარი

შემიძლია ჩემი მოსაზრების დასამტკიცებლად მოვიყვანო არგუმენტი ტექსტიდან

შემიძლია ნაწარმოების სიუჟეტისა და პრობლემის ანალიზი

 

 

მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება

 

 

კრიტერიუმი

მაღალი

საშუალო

დაბალი

შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს და ადეკვატურად აღიქვას წაკითხული ტექსტი

მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად, ადეკვატურად პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ ფაქტობრივ და საანალიზო ყველა კითხვებს.

მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად, პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ  ფაქტობრივ შეკითხვებს.

მოსწავლეს უჭირს ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

შეუძლია ვარაუდის გამოთქმა(რა მოხდება წაკითხული ნაწილის შემდეგ)

მოსწავლე გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს ტექსტის ყველა ნაწილის წაკითხვის შემდეგ. გამოთქმული ვარაუდები არის ადეკვატური.

მოსწავლე გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს ტექსტის ზოგი ნაწილის წაკითხვის შემდეგ. გამოთქმული ვარაუდები ზოგჯერ არ არის ადეკვატური და არ შეესაბამება ტექსტის შინაარსს.

მოსწავლე  იშვიათად გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს.

ზოგ შემთხვევაში გამოთქმული ვარაუდი არ შეესაბამება წაკითხული ტექსტის შინაარსს.

შეუძლია ვარაუდის დასაბუთება (ვარაუდის დასასაბუთებლად იშველიებს ტექსტიდან რომელიმე ადგილს)

ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდს, დამაჯერებელი არგუმენტებით.

ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდს, ზოგჯერ არგუმენტები არ არის დამაჯერებელი.

უჭირს არგუმენტების დასაბუტება.

შეუძლია ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილობებზე მსჯელობა.

მსჯელობს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ასაბუთებს არგუმენტირებულად , მოაქვს მაგალითები ტექსტიდან.

ზოგ შემთხვევაში საუბრობს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

უჭირს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობა.

 

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

დიახ

არა

ნაწილობრივ

პასუხობს თემას

ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)

საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას

იყენებს თვალსაჩინოებას

იცავს დროის ლიმიტს

 

 

 

 

 

სპექტაკლის მონაწილეების შეფასების რუბრიკა

ჯგუფი-------------------------------------------

თარიღი-------------------------------

 

 

სპექტაკლში მონაწილეობის შეფასების რუბრიკა

შედეგები

დიახ

არა

ნაწილობრივ

შენიშვნა

ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული

დაისვა აქცენტი საკვანძო სიტყვებზე

განწყობა და გრძნობები ეფექტურად იყო გადმოცემული

ხმის სიძლიერე და ტონი ეფექტურად იყო გამოყენებული

შერჩეული მონაკვეთი აუდიტორიისა და მიზნის შესაბამისი ტემპით იყო წაკითხული

ამყარებდა თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან

ჟესტები შესაბამისად იყო გამოყენებული

შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება

 

 



 

 

 

 



 

 

 

 

 

 

 

 







 

პროექტი

ქართულ ენასა და ლიტერატურაში

,, ჩემი ლიტერატურული მეგობრები.“

 

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

   მ/წლის 20 დეკემბერს წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტის მიზანი ძირითადად მიღწეული იქნა:

      . პროექტის მონაწილეებმა მიაღწიეს ძირითად შედეგებს. დაფიქრდნენ  წიგნიერების  პრობლემებზე, იმუშავეს მხატვრულ ტექსტებზე მათი ადეკვატურად გაგების, გააზრების და გამოყენების თვალსაზრისით. პროექტის მზადების პროცესში ჩართული იყო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე, რამაც ხელი შეუწყო გაეუმჯობესებინათ წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.

      . განხორციელდა დაგეგმილი ყველა აქტივობა. შეიქმნა თვალსაჩინოება / ილუსტრაციები და შემოქმედებითი ნამუშევრები, ხელნაწერი წიგნები, კედლის გაზეთი, საყვარელი წიგნების გამოფენა/, მხატვრული კითხვა.

       . გამოიკვეთა ლექსიკური მარაგის სიმწირე. გამოითქვა სურვილი, გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. თუმცა,  ბავშვებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედების საინტერესოდ წარმოჩენა /მოთხრობა, ესე, პრეზენტაცია საყვარელი წიგნების ავტორებისა და გმირების შესახებ/.

       პროექტში ჩაერთნენ როგორც დაწყებითი, ისე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც ეხმარებოდნენ უმცროს კლასელებს მათს საქმიანობაში.

       .პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ წიგნებით, ბლოკნოტებით, ფერადი ფანქრებით, საღებავებით, სიგელებით სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: მხატვრული კითხვა, ხელნაწერი წიგნი, საუკეთესო ილუსტრაცია, პრეზენტაცია, საკუთარი შემოქმედება, ესე.

       ვფიქრობთ, პროექტმა სასურველ შედეგებზე გაგვიყვანა, რადგან ხელი შეუწყო მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაზრდას, მხატვრული ტექსტების კითხვის, გააზრების, საკუთარი მოსაზრების გამოთქმის,   შეფასების და საერთოდ,   წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.























No comments:

Post a Comment

20 მაისი, 2025 წლი

  20 მაისი, 2025 წელი ეს თარიღია ბედნიერი მე-12 კლასელებისთვის. საუკეთესო მოსწავლეებმა დაამთავრეს ბედიანის საჯარო სკოლა. ეს მოსაწავლეები არი...

მერაბიშვილი