სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.ბედიანის საჯარო სკოლა
მოსწავლის სახელი,გვარი
__
თარიღი __12.10.2016 წელი
საგანი __ ქართული ენა და ლიტერატურაa
X კ ლ ა ს ი
ტ
ე ს ტ ი N 1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ტესტში მოცემულია
ღია და დახურული კითხვები.თითოეულ დახურულ კითხვაზე მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი.მათგან
მხოლოდ ერთია სწორი.ტესტში უნდა შემოვხაზოთ არჩეული პასუხის შესაბამისი ციფრი.თითოეული
დავალება ფასდება 1 ქულით.
ღია კითხვებზე პასუხები ჩაწერეთ ამისთვის გამოყოფილ
თავისუფალ ადგილას.სწორი პასუხის შესაფასებელი ქულა მითითებულია შეკითხვის გვერდით.
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
/ 1 ქ / 1.როგორ ახსნით შუშანიკის საქციელს პურობაზე?
1.შუშანიკი თავშეუკავებელია;
2.შუშანიკი უკომპრომისოა,ვარსქენის საქმეებს
არ ეზიარება;
3.შუშანიკი გულისწყრომას გამოხატავს
ქალთა უუფლებობის გამო;
4.შუშანიკი გაბრაზებას გამოხატავს ჯოჯიკის ცოლის მიმართ.
/1ქ/ 2.ქვემოთ ჩამოთვლილ
პერსონაჟთაგან რომელი მივიჩნიოთ ,,საწუთროს კაცად’’ და ,,სოფლის მოყვარედ’’?
1.
შუშანიკი; 2. ვარსქენი; 3.იაკობი;
4.აფოცი.
/1ქ/ 3. სად არის
დამარხული ვარსქენის დედა?
1.ჰერეთში;
2. ურდში; 3.ირანში; 4.არაბეთში.
/1ქ/ 4.რატომ ბრუნდება შუშანიკი სასახლეში?
1.კვლავ დედოფლობა სურს;
2.პიტიახშის მიგზავნილებმა დაიყოლიეს;
3.შეგნებულად მიდის განსაცდელთან შესახვედრად;
4.შვილებმა დაიყოლიეს;
/1ქ/ 5.საიდან ვიცით,რომ,, შუშანიკის წამების“ ავტორს
იაკობი ერქვა?
1.თვით ნაწარმოებიდან; 2. ქართლის ცხოვრებიდან;
3.მეცნიერთა ჰიპოთეზაა;
4.სომხური წყაროებიდან.
/3ქ/ 6.გაიხსენეთ იაკობ ხუცესისა და შუშანიკის პირველი
საუბარი.უპასუხეთ კითხვებს:
1.რა სულიერი საშიშროების
/ხიფათის/ შესახებ აფრთხილებს იაკობი შუშანიკს?
/1ქ/
2.რაში არ დაეთანხმა
იაკობი შუშანიკს? /1ქ/
3.თქვენ ეთანხმებით
შუშანიკს?
/2ქ/ 7.გაიხსენეთ ვარსქენისა და ხუცესების საუბარი.უპასუხეთ
კითხვებს:
1.როგორ შეხვდა პიტიახში ხუცესებს? /1ქ/
2.რაში დაადანაშაულა ვარსქენმა შუშანიკი? /1ქ/
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს ს ქ ე მ ა
1.
2
2.
2
3.
2
4.
3
5. 1
6.
1.იაკობ
ხუცესი შუშანიკს გამაზდეანების საშიშროების შესახებ აფრთხილებს,ქალს შეიძლება ძალა /მოთმინება,გამძლეობა/არ
ეყოს.იაკობი ეუბნება:გაუფრთხილდი სარწმუნოებას,რომ მტერმა შენს სულში საკვები ვერ იპოვოს,რომ
ეშმაკმა ვერ გაცდუნოსო.
2.იაკობი
დედოფალს იმაში არ დაეთანხმა,რომ იგი მართოა,რომ შუშანიკის ჭირი მხოლოდ დედოფლის პრობლემა
იყო.
3.—
7. 1.სიხარულით /გულთბილად,კარგად..../
2.ოჯახის დანგრევაში.რა უფლება
ჰქონდა ჩემს ცოლს,ჩემი კერა დაემხო,ჩემი ღირსება შეელახა და ჩემი სარეცლისათვის ნაცარი
გადაეყარაო,ჩემი სარეცლისათვის შეურაცხყოფა
მიეყენებინაო?
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.ბედიანის საჯარო სკოლა
მოსწავლის სახელი,გვარი
__
თარიღი____
საგანი____ ქართული
ენა და ლიტერატურა
X კ ლ ა ს ი
ტ ე ს ტ ი N 2
ი
ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ტესტში მოცემულია
ღია და
დახურული კითხვები.თითოეულ დახურულ
კითხვაზე მოცემულია
4 სავარაუდო პასუხი.მათგან მხოლოდ
ერთია სწორი.ტესტში უნდა შემოხაზოთ არჩეული
პასუხის შესაბამისი ციფრი.თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით.
ღია კითხვებზე პასუხები ჩაწერეთ ამისთვის გამოყოფილ
თავისუფალ ადგილას.სწორი პასუხის შესაფასებელი ქულა მითითებულია შეკითხვის გვერდით.
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
/1ქ/ 1. რა თანმიმდევრობით გადაადგილდება აბო ნერსესთან
ერთად?
1.ბაღდადი___ აფხაზეთი ___ ხაზარეთი
___ ქართლი ____ აფხაზეთი;
2.ბაღდადი ___ქართლი __ ხაზარეთი ____ აფხაზეთი___--ქართლი;
3.ქართლი ____ ბაღდადი ______ხაზარეთი
_____აფხაზეთი _____ბაღდადი;
4.ქართლი ___ ხაზარეთი _____ ბაღდადი
____ აფხაზეთი.
/1ქ/ 2. ვინ დაავალა იოანე საბანისძეს ,,აბოს წამების“
აღწერა?
1.ნერსე ერისთავმა; 2.სამოელ კათალიკოსმა; 3.მურვან ყრუმ; 4.ხსართან მღვდელმა.
/1ქ/ 3.ვინ ვის ეუბნება: ,,მე ვითარცა კედელსა მაგას,რომელსა
მიყრდნობილ ხარ,ეგრეჰთ არა
მესმიან ცუდნი ეგე სიტყვანი შენნი“?
1.ნინო__ მირიანს; 2.შუშანიკი __ ვარსქენს; 3. ვარსქენი __ იაკობს;
4. აბო__ მსაჯულს.
/1ქ/ 4. წმ.აბო რომელი
ფსალმუნით,, მიაცილებდა საკუთარ გვამს“,დასასჯელად
რომ მიჰყავდათ?
1. მესამე;
2. ას მეთვრამეტე; 3. მეცხრამეტე; 4.ოცდამეორე.
/2ქ/ 5.როგორ ფიქრობთ,დღესაც გვმართებს თუ არა ,,მამულისა
ჩვეულებისამებრ სლვაი“?/
/დაასაბუთეთ პასუხი/.
/ 4ქ/ 6. გაიხსენეთ
,,აბოს წამების“ პირველი თავის ის მონაკვეთი,სადაც საუბარია ჩვენს ქვეყანაში რწმენის
შერყევის შესახებ.
1. ნაწარმოები შეიქმნა მერვე საუკუნის ბოლოს,ავტორის აზრით,რამდენი
ხნის წინ ეზიარნენ ქართველები ქრისტიანულ სარწმუნოებას?
2. რას ნიშნავს სიტყვა ,,გარდაგულარძნნეს“?
3. როგორ ახასიათებს /რას უწოდებს/ ავტორი იმ ახალგაზრდებს,რომლებმაც
ქრისტიანულ სარწმუნოებაზე უარი თქვეს?
4. რას ადარებს იოვანე საბანისძე მერვე საუკუნეში მცხოვრებ,შიშით შეპყრობილ ქრისტიან
ქართველებს?
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს ს ქ
ე მ ა
1.
2
2.
2
3.
4
4.
2
5.
_____
6.
1.ხუთასი წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის წინ.
2.გაამრუდეს /გადაიბირეს,ზნე
შეუცვალეს.../.
3.უმეცრებს /გამოუცდელებს,ახალგაზრდულად
გულუბრყვილოებს.../.
4.ლერწამს /ქარის მიერ შერყეულ
ლერწამთ/.
No comments:
Post a Comment